დევინ ბუკერი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, რასელ უესტბრუკი, ნორმან პაუელი
Aa
Aa

უესტბრუკის მაგარი დაფარება | დურანტმა პლეიოფში ისევ წააგო

დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის პირველი რაუნდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება „ფინიქს სანსისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ დუელია. ამ გუნდებმა პირველი შეხვედრა არიზონაში გამართეს და „კლიპერსმა“ დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა - 115:110.

მატჩის გმირი კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 38 ქულა გაიფორმა, თუმცა, რასელ უესტბრუკიც უნდა გამოვარჩიოთ. ამ უკანასკნელმა საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე, როცა მისი გუნდი 3 ქულას იგებდა, მაგარი დაფარება მიითვალა, დევინ ბუკერს არ ჩააგდებინა და „კლიპერსს“ გამარჯვება გაუნაღდა.

აღსანიშნავია, რომ უესტბრუკს შეტევაში საშინელი მატჩი ჰქონდა და 19-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო. კავაის გარდა, 19 ქულით ერიკ გორდონი გამოირჩა, ნორმან პაუელსა და ივიცა ზუბაცს კი 14 და 12 ქულა ჰქონდათ. „ფინიქსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 27 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. დევინ ბუკერმა მატჩი 26 ქულით დაასრულა, ტორი კრეგმა კი 22 ქულა მიითვალა.

სხვათა შორის, „კეიდიმ“ პლეიოფში გამართული ბოლო 7 შეხვედრიდან ყველა წააგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, მის გუნდს „კლიპერსის“ სტუმრად დამარცხება მოუწევს. ამ გუნდების მეორე მატჩს 19 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა
ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა