ჯიმი ბატლერი, ტაილერ ჰირო, ბემ ადებაიო, იანის ანტეტოკოუნმპო, ჯრუ ჰოლიდეი, ბობი პორტისი
Aa
Aa

სენსაცია მაიამისგან | იანისი დაიმტვრა, მილუოკიმ წააგო

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნომრისთვის, „მილუოკი ბაქსისთვის“ პლეიოფი ძალიან ცუდად დაიწყო. ვისკონსინელები „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდნენ, რომელთანაც უშანსოდ დამარცხდნენ და მთავარი დამრტყმელი ძალა, იანის ანტეტოკოუნმპო დაკარგეს.

„მაიამიმ“ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და „მილუოკის“ ყველა კომპონენტში აჯობა. ფლორიდელებმა პირველი მეოთხედი 9 ქულით, მეორე - 4 ქულით, მესამე კი 1 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, 130:117 იმარჯვეს.

„მაიამის“ 35 ქულითა და 11 ასისტით ჯიმი ბატლერმა ულიდერა. ბემ ადებაიოს 22 ქულა ჰქონდა, კევინ ლავს - 18, გეიბ ვინსენტსა და კეილებ მარტინს - 15-15. აღსანიშნავია, რომ საკადრო პრობლემები „ჰიტსაც“ გაუჩნდა. „ბაქსთან“ მატჩში, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ტაილერ ჰირომ ხელი მოიტეხა და 4-დან 6 კვირამდე იუქმებს.

„მილუოკის“ რაც შეეხება, ბაქსის მხხრიდან ყველაზე მეტი, 33 ქულა კრის მიდლტონმა ჩააგდო. ჯრუ ჰოლიდეის 16 ქულა, 16 ასისტი და 7 მოხსნა ჰქონდა, ბობი პორტისმა კი 21 ქულა გაიფორმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მილუოკის“ თავკაცმა, მაიკ ბუდენჰოლცერმა განაცხადა, რომ იანისმა ზურგის ტრავმა მიიღო და პირველადი გამოკვლევების შედეგებით, ტრავმა სერიოზული არაა. ცნობისთვის, ამ გუნდების მეორე შეხვედრას 20 აპრილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა
ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა