ჯა მორენტი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, რუი ჰაჩიმურა
Aa
Aa

გაკვეთილი მემფისს | ლეიკერსმა პლეიოფი გამარჯვებით გახსნა

დასავლეთ კონფერენციის მე-7 ნომერმა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პლეიოფის პირველი რაუნდი გამარჯვებით გახსნა. ლებრონ ჯეიმსისა და კომპანიის მეტოქე „მემფისს გრიზლისი“ გახლავთ, რომელმაც პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და 16 ქულით დამარცხდა.

„ლეიკერსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 5 ქულით მოიგო, თუმცა დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. მეორე ტაიმში მატჩის სცენარი შეიცვალა. მესამე მეოთხედში „ლეიკერსმა“ მეტოქეზე 12-ით, ხოლო მეოთხეში - 10-ით მეტი ქულა ჩააგდო და 128:112 იმარჯვა.

„ლეიკერსის“ წარმატებაში დიდი წვლილი რუი ჰაჩიმურამ შეიტანა, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 29 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ოსტინ რივზს 23 ქულა ჰქონდა. ენტონი დევისის ანგარიშზე 22 ქულა და 12 მოხსნაა, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 11 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

„მემფისისთვის“ „ლეიკერსთან“ გამართული პირველი მატჩი კოშმარული აღმოჩნდა. მარცხის გარდა, „გრიზლისს“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯა მორენტი გამოაკლდა. ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია გუნდს როდის დაუბრუნდება. მორენტმა „ლეიკერსთან“ 30 წუთი ითამაშა და 18 ქულა ჰქონდა. ცნობისთვის, „ლეიკერსისა“ და „მემფისის“ მომდევნო მატჩი 20 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა
ჩაკვეტაძის და კანკავას გოლები - სლოვანმა დუკლა გაანადგურა