გამარჯვება ისლანდიასთან! - ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონი გამარჯვებით დაიწყო.
ესპანეთის ქალაქ მადრიდში მდებაზე პისტა დე იელოს ყინულის მოედანზე ქართველმა ჰოკეისტებმა პირველ მატჩში ისლანდიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს.
ისლანდიელთა კარში გოლები ნიკიტა ბუკიამ, ატიომ კურბატოვმა, ივან მაროვმა და დანილა სლესარევმა გაიტანეს.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.