ნაპოლისა და მილანის საპასუხო მატჩზე სიმონ მარჩინიაკი იმუშავებს
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს, „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის სიმონ მარჩინიაკი გაუძღვება. ინფორმაცია UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა რუმინელმა იშტვან კოვაჩმა განსაჯა, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის სამსაჯო კომიტეტმა კოვაჩს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მუშაობა აუკრძალა.
რაც შეეხება მარჩინიაკს, 42 წლის პოლონელი რეფერი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად ითვლება. მას გასული წლის ბოლოს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე იმუშავა, რომელშიც არგენტინის ნაკრების საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.