ლაციო, ჩირო იმობილე
Aa
Aa

ჩირო იმობილე ავტოავარიაში მოყვა

„ლაციოსა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი, ჩირო იმობილე ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა დღეს დილით, რომში მოხდა.

ფეხბურთელი მატეოტის ხიდზე, პრატისა და ფლამინიოს კვეთაზე მოძრავ ტრამვაის შეეჯახა. შედეგად, ტრამვაი რელსებიდან გადავიდა, მანქანა კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

საგულისხმოა, რომ იმობილესთან ერთად ავტომობილში მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომლებიც ავარიას უვნებლად გადაურჩნენ, თავად ფეხბურთელს კი ოფიციალური ინფორმაციით ხერხემალი აქვს დაზიანებული და ერთი ნეკნი მოტეხილი.

ავარიის დროს, ტრამვაიში მგზავრებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მათ ახლომდებარე კლინიკაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

„შუქნიშანზე წითელი ენთო, როდესაც ტრამვაიმ გამოიარა და დაგვეჯახა. საბედნიეროდ, ყველა კარგად ვართ, მე მხოლოდ მკლავი მაწუხებს“, - განაცხადა იმობილემ ავარიის შემდეგ.

ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, რომლებიც ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენდნენ, თუმცა, მათი დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი დაბრუნდა, ხვიჩამ ცვლილებაზე ითამაშა - ნაპოლიმ ვერონასთან ქულები დაკარგა
ოსიმენი დაბრუნდა, ხვიჩამ ცვლილებაზე ითამაშა - ნაპოლიმ ვერონასთან ქულები დაკარგა