„ეს ისტორია არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეიტანოს..
ახლა თქვენ წაიკითხავთ რაღაცებს ჩემს შესახებ.. მრავალი წლის წინ მომხდარ ამბებს..
როდესაც 15 წლის ვიყავი, MLS-ში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი..
17 წლის ასაკში კი „ბაიერნში“ გადავედი..
ეს თითქოს ისე ჩანს, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მაგრამ რეალურად ასე არ იყო..
როდესაც 14 წლის „ვანკუნვერში“ გადავედი ნერვიული და მორცხვი ბიჭი ვიყავი, რადგან პირველად აღმოვჩნდი ოჯახისგან ძალიან შორს. არ ვგრძნობდი, რომ იქ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მქონდა.. წინა ორი წლის განმავლობაში 2 გამოცდა ჩამიტარეს და მწვრთნელები თვლიდნენ, რომ მზად არ ვიყავი. სანამ საბოლოოდ ამიყვანდნენ მესამე გამოცდაც ჩამიტარეს..
როცა „ვანკუვერის“ 16-წლამდე გუნდში დავიწყე თამაში თავიდან ადაპტაცია გამიჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ, 18-წლამდე გუნდს შევუერთდი. ეს კი უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც მეორე გუნდში დამაწინაურეს აი იქ კი ნამდვილად შევასკდი..
მოულოდნელად დიდ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. პირველი ორი კვირის განმავლობაში სწორად ვერაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ არ შემეძლო.. საკმარისად ძლიერი არ ვიყავი და სწრაფად ვერ ვფიქრობდი.. დავიწყე ფიქრი: „ეს მართლა ჩემთვის არის? ვარ საკმარისად კარგი?“
სიტუაციის შესაფასებლად ერთი ნაბიჯი გადავდგი. ჩემი ოცნება ევროპაში დიდი ფეხბურთის თამაში იყო, მაგრამ იქ ვარსკვლავები ძირითადად ევროპიდან არიან ან ბრაზილიიდან და არგენტინიდან. რამდენი მოდის ედმონტონიდან, სადაც მხოლოდ ჰოკეის თამაშობენ?
არცერთი..
დიახ, მე ეჭვები მქონდა!! მაინტერესებდა რამდენად შორს შემეძლო წასვლა..
ვიყოთ გულწრფელები. ზოგადად, რიო დე ჟანეიროდან უფრო მეტი ფეხბურთელი გამოდის, ვიდრე ედმონტონიდან. ეს ადგილი უბრალოდ ცივი არ არის. იქ ცხოვრება, საყინულეში ცხოვრებას ჰგავს. სექტემბერში თოვლი მოდის და გარეთ ფეხბურთს ვერ თამაშობ. თოვლმა შემაძრწუნა.
მე განას ლტოლვილთა ბანაკში, ლიბერიელი მშობლების ოჯახში დავიბადე და ედმონტონში 6 წლის ასაკში ჩავედი. თოვლმა შემაძრწუნა. მახსოვს, ერთ დღეს გავიღვიძე და გარეთ სულ სითეთრე იყო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა.. შორტი და მაისური ჩავიცვი.. გარეთ გავედი და შევეხე.. ძალიან ცივი იყო. ამ დროს მშობლებმა გაიღვიძეს, გარეთ გამოვიდნენ და სურათების გადაღება დაიწყეს. ვერ მივხვდი რა უხაროდათ..
ძალიან ციოდა. ზამთარი დღემდე არ მიყვარს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი კანადაში ვცხოვრობდი..
ედმონტონში საკმაოდ ბევრი რამ არის, რასაც უნდა შეეჩვიო. საცხოვრებელი, სწავლა, მეგობრები.. მე იქ ჩემი ოჯახის გარდა არავის ვიცნობდი და არც ისეთი კომუნიკაბელური ვიყავი, როგორიც ახლა ვარ, მაგრამ, როდესაც ხალხის გაცნობა დავიწყე აღმოვაჩინე ბიჭი, რომელიც ძალიან თავმდაბალი და მხიარულია..
მე და ჩემი მეგობრები სპორტმა გაგვაერთიანა. ვთამაშობდით კალათბურთს, ფრენბურთს, ჰოკეის.. მე მყავდა მეგობარი, რომლის ოჯახიც ჰოკეის სტადიონს ფლობდა და ეს სტადიონი საზოგადოებისთვის გახსნეს. სრიალი არ ვიცოდი. ყინულზე ავსრიალდი და დავეცი. ძალიან ცუდად ვიყავი!!
ერთი დღე ვცადე და დავასრულე. ამაში მე კარგი არ ვარ. მე, რომ ჰოკეის სკაუტი ვიყო ალფონსო დეივისს არასდროს არსად არ ვათამაშებდი..
მამაჩემი დებეა ედმონტონში სამოყვარულო გუნდში ფეხბურთს თამაშობდა და ყოველ შაბათ-კვირას ტელევიზორს „ჩელსის“ თამაშის საყურებლად რთავდა. ასე რომ, მე გავიზარდე ისეთი ბიჭების ყურებით როგორებიც დიდიე დროგბა და მიქაელ ესიენი არიან. „ჩელსი“ ჩემი გუნდიც გახდა და იქ თამაშზე ვოცნებობდი.
იცით? ფეხბურთელობის გარდა მე მსახიობობაც მსურდა, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის პირველ ადგილზე იყო..
ერთ დღეს, როდესაც 9 ან 10 წლის ვიყავი ჩემმა მეგობარმა დამინახა, თუ როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს სკოლაში. იმ მომენტში ის ედმონტონის ინტერნაციონალ გუნდში მიდიოდა და მეც მიმიწვია. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მან დამამშვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..
მაგრამ თამასა ძალიან მაღალი იყო. ან იმ დღეს უნდა მივეღე გუნდს ან არასდროს. ბურთთან პირველი შეხება ნამდვილად არ იყო კარგი, მაგრამ შემდეგ რამდენიმე დრიბლინგი განვახორციელე. ჩემი თავდაჯერებულობა გაიზარდა და ყველას ვაჩვენე რისი გაკეთება შემეძლო!! 2 საათის შემდეგ, ჩვენ ბალახზე ვისხედით და პასუხს ველოდებოდით. უცებ ყველა გაჩუმდა, მწვრთნელი მოვიდა და თავის დაფას დახედა. რამდენიმე წამში მან თქვა: „ბიჭებო, გილოცავთ თქვენ შექმენით ახალი გუნდი“..
ყველას ძალიან გაგვიხარდა..
გუნდში ჩავირიცხე. წინ რამაც წამწია სპორტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იყო, მაგრამ ერთი პრობლემა მქონდა..
ხშირად მენატრება პრაქტიკა ჩემი, როგორც ძიძის მოვალეობის შემსრულებელი..
ახლა 22 წლის ვარ, ჩემი და 10-ის, ხოლო ძმა 14-ის. ადრე მათზე სულ მე ვზრუნავდი. ჩემი მშობლების სამსახურის გამო ამას ხშირად ვერ ახერხებდნენ.. მამა ქარხანაში მუშაობდა, სადაც გაყინულ ქათმებს ფუთავდა და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. დედაჩემი ვიქტორია დამლაგებელი იყო და ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ღამის 9 საათზე გადიოდა და დილის 8-ზე ბრუნდებოდა. მათ არ შეეძლოთ ძიძის აყვანა, რადგან ანაზღაურება ბევრი არ ჰქონდათ. ასე რომ, სანამ ჩემი მეგობრები ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ ან გარეთ ვარჯიშობდნენ მე ჩემს და-ძმას ვუვლიდი.
დიახ, ეს ყველაფერი განვითარებისთვის იდეალური არ იყო, მაგრამ ბედი მეც მქონდა. ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა ედმონტონ ნასიონალი დატოვა და ქალაქის მეორე გუნდს ედმონტონ სტრაიკერსს შეუერთდა, სადაც მისი მამა მწვრთნელი იყო. იქ მეც მიმიწვიეს და დღემდე არ ვიცი რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. სტრაიკერსი ლიგაში ყველაზე ცუდი გუნდი იყო..
სიმართლე გითხრათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯია, რადგან ჩემი მეგობრის მწვრთნელი მამა ნიკ ჰუსე გახლავთ, რომელიც ახლა ჩემი საფეხბურთო აგენტია!!
ნიკმა სტრაიკერსი სულ მალე ძლიერ გუნდად აქცია, რადგან ახალი და თავმდაბალი ფეხბურთელები მოიყვანა. ნიკი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მწვრთნელი. ის ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი გახდა. სახლში მანქანით მაკითხავდა და ვარჯიშზე მივყავდი. ასევე, ვარჯიშის შემდეგ ავტომობილით სახლში მაბრუნებდა.. საჭმელსაც კი მაჭმევდა. ისე ზრუნავდა, თითქოს მისი შვილი ვიყავი..
11 წლის ჯერ კიდევ სტრაიკერსში ვთამაშობდი, მაგრამ პარალელურად წმინდა ნიკოლოზის სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ჩავაბარე და იქაც ვვარჯიშობდი. იქ ბავშვებს ფეხბურთი ზუსტად ისე უყვარდათ, როგორც მე. როდესაც თამაში მინდოდა ყველა თანახმა იყო. დაღლა არავისთვის არ არსებობდა. აკადემიას დახურული სტადიონი ჰქონდა და ზამთარში ეს იდეალური იყო. თოვლი ხელს აღარ მიშლიდა..
2015 წლის აგვისტოში, როდესაც მე 14 წლის ვიყავი, იმდენად განვვითარდი, რომ „ვანკუვერსს“ შევუერთდი.. ამ ასაკში ოჯახის დატოვება ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, „ვანკუნვერი“ ყველაფრით დამეხმარა. ცალკე დამლაგებელი და მზარეული მყავდა. ასევე იძახებდნენ რეპეტიტორებს და სკოლის ნაცვლად განათლებას ასე ვიღებდი. ყველაფერს გუნდი აფინანსებდა..
2016 წლის აპრილში საშინელი მატჩი მქონდა. ისე ცუდად ვითამაშე, რომ არც კი ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.. ჩემს გამხიარულებას უფროსი ფეხბურთელი ცდილობდა, რომლის სახელი პა-მოდუ კაჰი გახლავთ. ის ძალიან გამოცდილი იყო, რადგან კარიერის განმავლობაში ნორვეგიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, კატარში, საუდის არაბეთში და „პორტლენდში“ თამაშობდა. პა-მოდუ ჩემს თამაშებს უყურებდა და ხვდებოდა, რომ ძალიან მიჭირდა. სულ მეუბნებოდა: „უბრალოდ განაგრძე, ცუდი მატჩები ყველას გვაქვს. ამის დაძლევა მხოლოდ ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელს შეუძლია.“
თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ მამხნევებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სიტყვების სიღრმეს ჩავწვდი და გონებაში ჩავიბეჭდე..
ამიტომ, მისი რჩევების გათვალისწინება დავიწყე. მე უბრალოდ ბრძოლას ვაგრძელებდი. თამაშიც უკეთესად გამოდიოდა და პირველი გოლიც გავიტანე. შემდეგ, არსაიდან პირველი გუნდის მწვრთნელმა კარლ რობინსონმა თქვა: „ალფონსო, გვინდა, რომ ჩვენთან ერთად ივარჯიშო.“
აღფრთოვანებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ემოცია ვერ გამოვხატე. ჯანდაბა, ასეთი ვარ და ეს დღემდე ნერვებს მიშლის..
ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი.. პირველი გუნდის პირველ ვარჯიშზე სწრაფად მივესალმე ყველას და საუბრის ნაცვლად კონცენტრაცია ბურთზე მოვახდინე. ჩემდა სამწუხაროდ, ისინი ჩემზე გაცილებით ძლიერები და სწრაფები იყვნენ.. ეჭვი კიდევ ერთხელ შემეპარა.. არ ვიცოდი გამომივიდოდა, თუ არა იქ თამაში..
მერე გამახსენდა ის, რაც პა-მოდუ კაჰმა მითხრა. ახალ გუნდში ამის მოსმენა ნამდვილად მჭირდებოდა. ამიტომ, ვარჯიში გავაგრძელე და ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე. ერთ დღეს, გუნდის კაპიტანს გვერდი ისე ავუარე, რომ ყველა გაოცდა. ის დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის იყო და მეც გამიკვირდა..
გამხდარი ბავშვი ედმონტონიდან, რომელიც გუნდს სულ ახლა შეუერთდა კაპიტანი შეარცხვინა. მისი სახის დასანახად შემოვბრუნდი და ძალიან ნაწყენი ჩანდა. იმ მომენტში მეგონა, რომ მომკლავდა. მთელი ვარჯიშის განმავლობაში მის გვერდით აღარ გამივლია..
ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტმა დაამტკიცა, რომ პირველ გუნდში თამაში შემეძლო. 2016 წლის 15 ივლისს პირველ გუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, მეორე დღეს კი თამაში გვქონდა განაცხადში მოვხვდი.. არ მჯეროდა..
მეორე დღეს, 22 000 გულშემატკივრის წინაშე „ორლანდოს“ დავუპირისპირდით. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ჯერ ისინი დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ჩვენ 2:1-ს ვიგებდით.. გაგვითანაბრეს.. როცა ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა მწვრთნელმა დამიძახა: „ალფონსო გახურდი..“
სამ თანაგუნდელთან ერთად ვხურდებოდი, რა დროსაც მწვრთნელმა დაიძახა: „ალფონსო შენ შედიხარ..“
ერთ ადგილზე გავიყინე და დაბნეულმა ვიკითხე: „მართლა?“
მაისური ჩავიცვი და მოვემზადე. მატჩის დასრულებამდე 14 წუთი იყო დარჩენილი.. ძალიან ვნერვიულობდი და როცა ვნერვიულობ ბურთის შეხებაც კი არ მინდა.. მეტიც, პასიც კი არ გინდა, რომ მოგცენ მაგრამ უცბად მაღალი ბურთი ჩემკენ წამოვიდა. მცველი მომდევდა და მეგონა, რომ წამაქცევდა, შევძრწუნდი..
ბურთი მარტივად მივიღე, შევეხე და დავარტყი.. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გავიდა თავდაჯერება სწორედ მაშინ მივიღე.. მოთამაშეების უმეტესობა ცვლილებაზე შესვლის შემდეგ მარტივ პასებს აკეთებს და პირდაპირ კარზე დაგეშილი არ მიდის. მე კი დრიბლინგი განვახორციელე და დავარტყი. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ჩემი ნერვიულობა სადღაც გაქრა. ამ ყველაფერმა ის ენერგია მომცა, რომელიც პირველ გუნდში სათამაშოდ მჭირდებოდა..
ამის შემდეგ, მოვლენები სწრაფად განვითარდა. 2017 წელს, პირველი გუნდის რეგულარული წევრი გავხდი. „ვანკუვერსის“ წლის საუკეთესო მოთამაშე გავხდი და ჩემით „ბაიერნი“ დაინტერესდა. როდესაც შენით ასეთი დიდი კლუბი ინტერესდება უარს ვერ ამბობ..
2018 წელს, როდესაც მე „ვანკუვერსი“ დავტოვე, სრულიად განსხვავებული ვიყავი იმ მორცხვი ბავშვისგან, რომელიც იქ 4 წელზე მეტი თამაშობდა. ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.. „ბაიერნში“ მისვლისას არ ვნერვიულობდი. უბრალოდ მინდოდა ყველას სწრაფად ენახა რა შემეძლო. ამხელა გზა გავიარე და ყველას ღიმილით შევხვდი. ჩემი თავი ასეთი დღემდე მახსოვს..
ამის შემდეგ, არაერთი ტიტული მოვიგე მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. გავხდი ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და მე დღეს ისევ მეღიმება..
არ აქვს მნიშვნელობა რა დროს გავატარებ გერმანიაში. ჩრდილოეთ ამერიკა ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. როდესაც შარშან იქ Audi Summer Tour-ზე დავბრუნდი, რომელიც ჩვენი წინასასეზონო მომზადების დიდი ნაწილია, ძალიან ვისიამოვნე. ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში ხალხი უკეთესად გამიცნობს და ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება მექნება. ეს გასაოცარი იქნება..
ახლა ვფიქრობ, როგორი იქნება ჩემი კარიერა, როდესაც ახალგაზრდა აღარ ვიქნები. მინდა გერმანიაში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე.. როცა კარიერას დავასრულებ, აუცილებლად მწვრთნელი გავხდები და ვინ იცის შემდეგ სად აღმოვჩნდები.
მაგრამ მაინც, მე ჯერ კიდევ პატარა ვარ და კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. ბავშვობაში უამრავი ოცნება მქონდა, რომლის ახდენაშიც „ბაიერნი“ მეხმარება.
დამიჯერეთ, წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს გასავლელი..
ეს მხოლოდ დასაწყისია..“ - მე ალფონსო დეივისი ვარ