ზურაბ ტყემალაძე, საბა ფურცელაძე
Aa
Aa

რუსი დამარცხებულია - ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ შარმ ელ შეიხის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 25 000 აშშ დოლარია. ფინალში საბა ფურცელაძემ რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი 7:5, 6:4 დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში ეგვიპტელი მოჰამედ საფვატის ბარიერი დაძლია - 6:3, 3:6, 6:1. მეორე რაუნდში დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ალასტერ გრეის აჯობა (6:3, 4:6, 6:3), მეოთხედფინალში კი ფრანგი იულე მარი დაამარცხა (6:4, 6:2). ნახევარფინალში მისი მეტოქე უზბეკი სერგეი ფომინი იყო (6:4, 6:1). 

მიმდინარე წელს საბა ფურცელაძემ მესამე ტიტული მოიგო.

აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ზურაბ ტყემალაძე ასპარეზობდა, რომელიც მეოთხედფინალში ფრანგ იულე მარისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები