აბდალაძის ბრწყინვალე ლელო - გორგაძის ლელო და გამარჯვება კლერმონთან
საფრანგეთის ტოპ 14-ში პო-მ „კლერმონი“ 23:18 დაამარცხა.
სტუმართა სათადარიგოთა სკამზე 37 წლის დავით ქუბრიაშვილი იჯდა, მას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. გამარჯვებულთა სასტარტო 15-ეულში გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ და გურამ პაპიძემ ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა პო 13:6-ს იგებდა, გორგაძემ ლელო დადო და გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
22 ტურის შემდეგ პო 41 ქულით მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ქუბრიაშვილის „კლერმონს“, 46 ქულით მე-10 ადგილზეა.
„ლენსტერის“ ქართველმა მორაგბემ, ვახტანგ აბდალაძემ „ლაიონსთან“ შეხვედრაში ბრწყინვალე ლელო დადო. აღსანიშნავია, რომ 27 წლის მორაგბემ თავი მეორე წუთზე გამოიჩინა, მის წინ მეტოქის არაერთი მოთამაშე იყო, თუმცა ვერავინ შეაჩერა. შეხვედრა „ლენსტერმა“ „ლაიონსს“ 39:36 მოუგო.