მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი, კაკა, ჯენარო გატუზო, რაიან გიგზი
Aa
Aa

გიგზი: “ავნერვიულდი, კაკა და გატუზო გასახდელში მელოდებოდნენ“

2007 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლისთვის იბრძოდნენ. საერთო ჯამში, იტალიურმა კლუბმა 5:3 მოიგო, თუმცა პირველი მატჩი მეტად დასამახსოვრებელი გამოდგა. კიდევ უფრო მეტად კი ეს დღე რაიან გიგზს არ დაავიწყდება.

„მანჩესტერმა“ საკუთარ კედლებში გაიმარჯვა, ხოლო გულშემატკივრებმა რაიანის და რიკარდოს კაკას შეტაკება იხილეს. ეს ყველაფერი კი „იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას გაიხსენა.

გიგზი:

„მატჩის მიმდინარეობისას კაკას წინააღმდეგ დავჯარიმდი. მან ვერ მოითმინა, წამოდგა და ხელი ყელში მომიჭირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ კაკა გატუზოსთან ერთად გასახდელში მელოდებოდა. ცოტა ავნერვიულდი.

ველოდებოდი, რომ ჩხუბი ატყდებოდა. როდესაც მათ შევხვდი გატუზო საკმაოდ მშვიდი სახით იდგა. კაკა თვალებში არ მიყურებდა. ჯენარომ მითხრა, რომ რიკარდოს ბოდიშის მოხდა სურდა, მაგრამ ინგლისური არ იცოდა. გამეღიმა და იმ წამსვე დავმშვიდდი. გატუზოს ვუთხარი, რომ არანაირი წყენა არ არსებობდა და ყველაფერი დავიწყებული მქონდა. როდესაც ეს კაკას გადაუთარგმნა ის ჩამეხუტა და მაისურები გავცვალეთ. ის დღე არასდროს დამავიწყდება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამპარდი: “დიდი და ღრმა შემადგენლობა გარკვეულწილად პრობლემაა“
ლამპარდი: “დიდი და ღრმა შემადგენლობა გარკვეულწილად პრობლემაა“