ჩელსი, ბარსელონა, გავი
Aa
Aa

მეორე რაუნდი - ჩელსი გავისთან მოლაპარაკებას აგრძელებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ გავისთან მოლაპარაკებას აგრძელებს. გასულ თვეში, „არისტოკრატებმა“ კატალონიურ გრანდს მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის წესების მიხედვით, „ბარსელონა“ ახალგაზრდა ესპანელს პირველ გუნდში ვერ არეგისტრირებს. მეტიც, შესაძლოა გავი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ამ სიტუაციით სარგებლობა კი „ჩელსის“ სურს. ამ ინფორმაციას Goal.Com-ის ადასტურებს და წერს, რომ ლონდონელები განმეორებით მოლაპარაკებას იწყებენ და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ესპანელი „ბარსელონას“ აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხა. პირველ გუნდში კი 2021 წლიდან თამაშობს.

2021 წლიდან დრემდე, გავიმ კატალონიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 87-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები