ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

უსაფრთხოების მაქსიმალური ზომა - დე ლაურენტისმა დაცვის ესკორტი დაიქირავა

მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე დასასწრები ბილეთების ფასა გააძვირა, გულშემატკივრების პროტესტი გრძელდება.

სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ „მილანთან“ მატჩის დროს, „პარტენოპეის“ ქომაგები ჩუმად ისხდნენ და გუნდს არ გულშემატკივრობდნენ. აგრესია პირველ რიგში აურელიო დე ლაურენტისის მისამართით მძვინვარებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით CalcioNapoli ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა დიდი ალბათობით პირადი დაცვა დაიქირავა, რომელსაც უმაღლესი დონის ესკორტი ახლავს. უახლოეს პერიოდში აურელიო ნეაპოლში სწორედ ასე გადაადგილდება.

CalcioNapoli დე ლაურენტისის ერთ-ერთ მცველს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც მან უპასუხა:

„კონფიდენციალურობის გამო ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სიფრთხილის მიზნით პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოება გაძლიერდა.“

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ვერონას“ დაუპირისპირდება და არის ვარაუდი, რომ აღნიშნულ მატჩში ვიქტორ ოსიმენი დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ მგონია, რომ ტრავმა სერიოზულია“ - ბალარდინი ლოჩოშვილზე
“არ მგონია, რომ ტრავმა სერიოზულია“ - ბალარდინი ლოჩოშვილზე