ნაპოლი, ვერონა, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კარგი ამბავი - ოსიმენმა შესაძლოა ვერონასთან ითამაშოს

„ნაპოლის“ გულშემატკივრები ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებას გულმოდგინედ ელოდებიან. ნიგერიელი ფეხბურთელი ტრავმირებულია და ამის გამო მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მილანის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.

ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიური გავლენიანი გამოცემა La Gazzetta Dello Sport ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ოსიმენი „პარტენოპეის“ შეუერთდა და შესაძლოა „ვერონასთან“ მატჩის განაცხადშიც მოხვდეს.

La Gazzetta Dello Sport:

„ნიგერიელი თავდამსხმელი სარეაბილიტაციო კურსს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს. სპალეტის იდეა, რომელიც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცხადი გახდა არის ის, რომ ვიქტორი „ვერონასთან“ სათადარიგოთა სკამზე იყოს და მცირე სათამაშო წუთები დაეთმოს. ეს იმით იქნება განპირობებული, რომ „მილანთან“ განმეორებით დაპირისპირებამდე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.“

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ პირველი მატჩი „როსონერის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბენასერმა გაიტანა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება კი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ტალახაძე 2022 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა
ლაშა ტალახაძე 2022 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა