ემპოლი, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

“არ მგონია, რომ ტრავმა სერიოზულია“ - ბალარდინი ლოჩოშვილზე

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში „კრემონეზემ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა 49-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.

მატჩის დასრულების შემდეგ, „კრემონეზეს“ დამრიგებელმა დავიდე ბალარდინიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

ბალარდინი:

„დაცვის ხაზში ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ყველამ კარგად და ყურადღებით ითამაშა. რაც შეეხება ლოჩოშვილის მდგომარეობას, მასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ არ მგონია, რომ მისი ტრავმა სერიოზულია.“

„ემპოლისთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „კრემონეზეს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. „კრემო“ მე-17 ადგილზე მყოფ „სპეციას“ 7 ქულით ჩამორჩება და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, თუმცა ეს გამარჯვება ნიშანი იყო იმისა, რომ ლოჩოშვილი და კომპანია დანებებას არ აპირებენ. „კრემონეზე“ მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ
ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ