ლაშა ტალახაძე 2022 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა
ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ჯილდო სომხეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის ფორმატი შეიცვალა და ხმის მიცემა ნაცვლად გულშემატკივრებისა, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას დაევალა.
შედეგად, გასულ წლებში გულშემატკივრებმა, ამჯერად კი საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა ტალახაძე კვლავ საუკეთესოდ დაასახელეს.
ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ჩვენი გუნდი ტურნირზე 15 (12 ვაჟი და 3 გოგონა) ძალოსნით გამოვა.