გიორგი მამარდაშვილი, ნგოლო კანტე, მატეო კოვაჩიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი
Aa
Aa

ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბი იქნება. „არისტოკრატები“ სერიოზული ცვლილებების გატარებას აპირებენ და Mirror-ის ცნობით, სავარაუდოდ, 8 ფეხბურთელს დაემშვიდობებიან.

ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „სტემფორდ ბრიჯს“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ჰაკიმ ზიეჩი, ნგოლო კანტე, მატეო კოვაჩიჩი, მეისონ მაუნტი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, კრისტიან პულიშიჩი და კონორ გალაჰერი დატოვებენ. ჯერჯერობით უცნობია, „ჩელსი“ მათ ნაცვლად ვის გაიფორმებს, მაგრამ აქტიურად იწერება, რომ „ლურჯების“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მეკარის პოზიციის გაძლიერება იქნება.

ფაბრიციო რომანომ საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ „არისტოკრატების“ რადარზე გიორგი მამარდაშვილი იმყოფება. „ვალენსიას“ ქართველ გოლკიპერს „ტოტენჰემიც“ აკვირდება და რომანოს თქმით, ლონდონური კლუბები მას ძალიან აფასებენ. „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ გარდა, „ლესტერის“ ვარიანტიც არსებობს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მზადაა, გიორგის შეელიოს და მის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს მოთხოვნას აპირებს. ზემოთ ხსენებული კლუბების გარდა, ქართველი გოლკიპერი „ლიდსის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატლეტიკოს“ ინტერესის ობიექტია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია