ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე, ადნან იანუზაი
Aa
Aa

ინსინიეს იანუზაით ცვლიდნენ | ჯუნტოლის პოზიციამ ყველაფერი შეცვალა

ნეაპოლურმა გამოცემამ, Areanapoli-იმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე დაწერა. Areanapoli-იმ გასული ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას განვითარებული მოვლენები გაიხსენა და გვაუწყა, რომ „პარტენოპეი“ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ადნან იანუზაის განიხილავდა.

„აურელიო დე ლაურენტისს მოლაპარაკებები ადნან იანუზაისთანაც ჰქონდა, რომელიც მაშინ თავისუფალი აგენტი იყო. ნაპოლის პრეზიდენტისა და კლუბის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გეგმებში ის ლორენცო ინსინიეს მემკვიდრეობის მიღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო.

ნაპოლიმ მასზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც კვარაცხელიასგან, რომელსაც ჯუნტოლი წლების განმავლობაში აკვირდებოდა, მნიშვნელოვანი სიგნალები მიიღო. კრისტიანოს ქართველში ეჭვი არ ეპარებოდა და კლუბის მმართველებს უთხრა: „ფენომენი ავიყვანეთ“. გასულ ზაფხულს, ნაპოლიმ სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალა და დიდი ინვესტიციების ნაცვლად, პერსპექტივა აირჩია. სწორედ ასე აღმოჩნდნენ კიმი და კვარა ნეაპოლში“, - წერს Areanapoli.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს, იანუზაი თავისუფალი აგენტის სტატუსით „სევილიას“ შეუერთდა, 3 თებერვალს კი „ბაშაქშეჰირში“ გაანათხოვრეს. მიმდინარე სეზონში, მან ყველა ტურნირზე 12 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია
„შესაძლოა კვარამ სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს“ - სპალეტის პრესკონფერენცია