ბექა მიქელთაძე, ბაჩანა არაბული
Aa
Aa

არაბულის მორიგი გოლი ავსტრალიაში - მიქელთაძის დრამატული გამარჯვება

ავსტრალიის A ლიგის 24-ე ტურში „ნიუკასლ ჯეტსმა“ შინ „მაკარტური“ 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. 79-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. მეორე დამატებულ წუთზე ბაჩანა არაბულმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მე-5 დამატებულ წუთზე ონილის მიერ გატანილი გოლით შეხვედრა ბექა მიქელთაძის გუნდმა მოიგო.

29 წლის ცენტრფორვარდი ბაჩანა არაბული „მაკარტურის“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მე-80 წუთზე თამაშში ჩაერთო და მიმდინარე სეზონის ავსტრალიის ჩემპიონატში 13 მატში 5 გოლი შეაგდო. 13-დან 11 შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა. ასევე, მის აქტივშია 1 საგოლე პასი.

რაც შეეხება „ნიუკასლ ჯეტსის“ ფორვარდ ბექა მიქელთაძეს, მან სასტარტოში ითამაშა და 88-ე წუთზე შეცვალეს. 25 წლის მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ავსტრალიის A ლიგის 12-გუნდიან ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსი“ 29 ქულით მე-7 ადგილზეა, „მაკარტური“ 26 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები