გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ხე, რომელიც ტყეს ჩრდილავს“ - მეცისა და ბორდოს ექს-მოთამაშე მიქაუტაძეზე

ბერნარდ ზენიე ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც 1980-90-იან წლებში „ბორდოსა“ და „მეცის“ რიგებში თამაშობდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მომდევნო ტურში, სწორედ „მეცისა“ და „ბორდოს“ დაპირისპირებას ვიხილავთ და მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ზენიეს ამ შეხვედრაზე ჰკითხეს.

„მეცი ვალდებულია ბორდო დაამარცხოს. თუ ჟირონდელებმა ეს მატჩი მოიგეს, მეცისთვის ყველაფერი დასრულდება. ფეხბურთში საბოლოო სასტვენამდე გადაწყვეტილი არაფერია და სამი თვის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მეცი უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებდა.

მეცმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა და მოგებები გაანიავა. გასულ ტურში, პაუ 3 ქულის აღებას იმსახურებდა, მაგრამ მეცმა თამაშში დაბრუნება და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ბორდოსთან მატჩში, სტადიონზე ბევრი ადამიანი იქნება და არ მგონია, ისინი მორიგი ქამბექის მოლოდინით მოდიოდნენ. გიორგი მიქაუტაძეს რაც შეეხება, ჩემი აზრით, იგი ჰგავს ხეს, რომელიც ტყეს ჩრდილავს. მეცს გიორგი რომ არ ჰყოლოდა, შეტევაში ძალიან ცუდი გუნდი იქნებოდა. 15 გატანილი გოლი უმნიშვნელო მაჩვენებელი არაა და მიქაუტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრი თანაგუნდელიც არ ჰყავს, რომელსაც მატჩის გადაწყვეტა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „მეცს“ 52 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ბორდოს“ 4 ქულით ჩამორჩება. ამ გუნდების დაპირისპირებას 15 აპრილს ვიხილავთ და მატჩი ჩვენი დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხარეები შეთანხმდნენ - ბორდომ დავითაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა
მხარეები შეთანხმდნენ - ბორდომ დავითაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა