ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

Calcionapoli: მილანი ნაპოლის არბიტრი წელს ევროტურნირებზე ვეღარ იმსაჯებს

„მილანი“ „ნაპოლის“ მატჩის მთავარი არბიტრის იშტვან კოვაჩის მიმართ დღემდე დიდი კრიტიკაა. ნეაპოლელები უსამართლო მსაჯობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მათი აღშფოთება სავსებით ლოგიკურიც არის.

CalcioNapoli1926-ი წერს, რომ უეფას გადაწყვეტილება მიღებულია, რომელიც ნეაპოლელთა მატჩის შემდგომი კრიტიკის ტალღას ადასტურებს.

„უეფამ მისი მსაჯობა დაიწუნა და ის უარყვეს. ჩვენ მას (კოვაჩი) ამ სეზონში ევროტურნირებზე ნაკლებად ვიხილავთ. მილანი ნაპოლის შეხვედრაში მის მუშაობას რობერტო როზეტი აკვირდებოდა.

ნაპოლი გაბრაზებულია. სპალეტი გამოვიდა და მსაჯობა საჯაროდ გააკრიტიკა. ნაპოლის ქომაგთა ორი გაერთიანება, Noi Consumatori და Napoli Club Maradona აპირებს, უეფას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ცუდი მსაჯობის გამო, ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ ქომაგთა გაერთიანებებს ადგილობრივი ადვოკატი, ანჯელო პიზანი დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, სარჩელის შეტანა ოფიციალურად როდის მოხდება.

ნეაპოლში განმეორებითი მატჩი 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთან და მარადონასთან ერთად ნაპოლიში ითამაშებდა“  - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე
„ჩემთან და მარადონასთან ერთად ნაპოლიში ითამაშებდა“ - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩაზე