იურგენ კლოპი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კლოპი კვარას პირადად დაურეკავს“ - ამბობს იტალიელი ექსპერტი

13 აპრილს ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ „ლივერპული“ და პირადად იურგენ კლოპი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. „მერსისაიდელები“ 130 მილიონი ევროს გადახდასაც გეგმავენ.

დღეს ამ ინფორმაციას იტალიურ პრესაში გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და საფეხბურთო ექსპერტი ანტონელო გალო წერს, რომ კლოპი ხვიჩას პირადად დაუკავშირდება, თუმცა ქართველს დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

„ინფორმაცია კვარაცხელიას მიმართ ლივერპულის დაინტერესების შესახებ, ცოტა ხნის წინ ინგლისელმა კოლეგებმა გაავრცელეს. ვარაუდობენ, რომ ეს ტრანსფერი თავად კლოპმა მოითხოვა. ქართველი ფეხბურთელის სურვილი გუნდში დარჩენაა, თუმცა სავარაუდოდ მალე კლოპი ხვიჩას პირადად დაუკავშირდება და შეეცდება ტრანსფერში დაარწმუნოს.

კლოპს სურს მომავალი სეზონისთვის ლივერპულის რესტრუქტურიზაცია მოახდინოს. ტრადიციულად, მე ყველა სიახლესა და კომენტარს შემოგთავაზებთ. ვიმედოვნებ, რომ კვარაცხელია დაუფიქრებლად დარჩება“.

- წერს გალო.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტს დე ლაურენტისს კვარაცხელიასა და ოსიმენის სანაცვლოდ ჯამში დაახლოებით 300 მილიონი ევრო მიღება სურს. თუ, რომელიმე კლუბი მათი ლიდერების შეძენას მოისურვებს, მათ ვაჭრობის დაწყება 100 მილიონიდან ზემოთ მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი: „ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია“
საზონოვი: „ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია“