ფედერერი: თითქმის გაუგებარია მესი ამას როგორ აკეთებს... მადლობა ლეო
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, ლეო მესის შესახებ ისაუბრა და არგენტინელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ლიონელ მესის გოლებისა და საჩემპიონო რეკორდების ჩამოთვლა საჭირო არ არის. ის, რაც 35 წლის მესის ნახვისას განსაკუთრებით მომწონს, არის მისი უცვლელი სიდიადე ამდენი წლის განმავლობაში. ამის მიღწევა და შემდგომ შენარჩუნება ძალიან რთულია.
ის ჯადოსნურ დრიბლინგს ფლობს და მისი პასები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. წინასწარ როგორ ჭვრეტს ის მოედანზე მოსალოდნელ მოვლენებს - ეს ჩემთვის თითქმის გაუგებარია.
ჩემი კარიერა ახლახან დასრულდა. ახლა მესმის, რამხელა წონა გვაქვს სპორტსმენებს. მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის შესახებ ჩვენ არც კი ვიცით.
ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც მესია, ეს წონა ალბათ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, რადგან ის წარმოადგენს როგორც მსოფლიოში ცნობილ კლუბს, ასევე ძალიან ვნებიან ქვეყანას. არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება დიდი მოვლენა იყო. მილიონობით გულშემატკივრის ქუჩებში გამოსვლა, მსოფლიო ჩემპიონობის აღსანიშნად, ეს საოცარი მომენტი იყო. ამის მოწმე მთელი მსოფლიო გახდა.
მათაც კი, ვინც ფეხბურთს არ მიჰყვება, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თამაშის ნამდვილი გავლენა უნდა გააცნობიეროს.
როცა გავიზარდე, დიეგო მარადონა და გაბრიელ ბატისტუტა ჩემი საყვარელი არგენტინელი ფეხბურთელები იყვნენ. ორივესთან შეხვედრის სიამოვნება მქონდა. მათ შთამაგონეს. ახლა მესის შეუძლია მომავალი თაობები შთააგონოს.
მხოლოდ იმედი მაქვს, რომ მის უნიკალურ შემოქმედებას და ოსტატობას კიდევ ვიხილავთ. თვალებს ზედმეტად ნუ დაახამხამებთ, როცა მესი მოედანზეა. შეიძლება რაღაც წარმოუდგენელი გამოგრჩეთ.
მადლობა ლეო“,
- ამბობს დიდი სლემების 20-გზის გამარჯვებული.