სადიო მანე, ლეროი სანე
Aa
Aa

ბაიერნმა მანე 500 ათასი ევროთი დააჯარიმა

ლეროი სანესა და სადიო მანეს შორის არსებული კონფლიქტი გერმანული პრესის განხილვის მთავარი თემაა. დღეს გაირკვა, რომ მიუნხენურმა კლუბმა სენეგალელი შემტევი 500 ათასი ევროთი დააჯარიმა.

Bild-ის ცნობით, ლეროი სანემ კლუბს სთხოვა, რომ მანესთან კონტრაქტი არ გაეწყვიტათ და ის მკაცრად არ დაესაჯათ, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ მოქმედება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „სიტისთან“ მატჩის შემდეგ, მანემ სანეს სახეში დაარტყა. კონფლიქტი შეხვედრის შემდეგ გასახდელში მოხდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სანემ მანეს „შავი ნეხვი“ უწოდა. ამის შესახებ ჟურნალისტი პაპა მუჰამედ გეიე სოციალურ ქსელში წერს.

დასჯის ვარიანტებს შორის განიხილებოდა შეთანხმების დარღვევა და კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ საბოლოოდ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ.

ოფიციალურ ვებ გვერდზე კლუბმა გამოაცხადა, რომ მანე 15 აპრილს ბუნდესლიგაში „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს. სენეგალელ ფეხბურთელს ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯი სასჯელს გადაურჩა | ვერდიქტი რობერტსონისა და არბიტრის ინციდენტზე
მსაჯი სასჯელს გადაურჩა | ვერდიქტი რობერტსონისა და არბიტრის ინციდენტზე