ენდრიუ რობერტსონი
Aa
Aa

მსაჯი სასჯელს გადაურჩა | ვერდიქტი რობერტსონისა და არბიტრის ინციდენტზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა და რამდენიმე დღის წინ, ენდრიუ რობერტსონსა და მსაჯს შორის მომხდარ ინციდენტზე ვერდიქტი გაასაჯაროვა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაციამ საქმე დეტალურად შეისწავლა და გადაწყვიტა, კონსტანტინ ჰატციდაკისის წინააღმდეგ სანქციები არ გაატაროს.

„ენდი რობერტსონთან ღია და პოზიტიური საუბარი მქონდა და ეს საკითხი განვიხილეთ. ჩემი განზრახვა ენდისთან კონტაქტში შესვლა არ ყოფილა და ხელის გაწევას ვცდილობდი. მას ბოდიში უკვე მოვუხადე“, - განაცხადა გვერდითა არბიტრმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ლივერპულის“ მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შოტლანდიელი ფეხბურთელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რასაც გვერდითმა მსაჯმა მოულოდნელად, იდაყვის ჩარტყმით უპასუხა. იწერებოდა, რომ ჰატციდაკისს სერიოზული სასჯელო ელოდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა.

სხვათა შორის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ალექსანდრ მიტროვიჩის ინციდენტი გაიხსენეს, რომელმაც მსაჯისთვის ხელის კვრის გამო, 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და განაცხადეს, რომ თუ მიტროვიჩს ასეთი სასჯელი გამოუტანეს, ამჯერადაც იგივე უნდა მომხდარიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარჩელი უეფას წინააღმდეგ | ნაპოლის ქომაგები მსაჯობით განრისხებული არიან
სარჩელი უეფას წინააღმდეგ | ნაპოლის ქომაგები მსაჯობით განრისხებული არიან