სარჩელი უეფას წინააღმდეგ | ნაპოლის ქომაგები მსაჯობით განრისხებული არიან
Aa
Aa

სარჩელი უეფას წინააღმდეგ | ნაპოლის ქომაგები მსაჯობით განრისხებული არიან

„ნაპოლის“ გულშემატკიმატკივრები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან“ 0:1 წაგებული მატჩის მთავარი არბიტრის, იშტვან კოვაჩის მუშაობით განრისხებული არიან. „პარტენოპეის“ ქომაგთა ორი გაერთიანება, Noi Consumatori და Napoli Club Maradona აპირებს, უეფას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ცუდი მსაჯობის გამო, ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს.

„სპორტში არსებული თანასწორობის პრინციპი დარღვეულია. მოვამზადეთ სარჩელი და უეფასგან, ჩეფერინისგან და მარკეტისგან ანაზღაურების სახით, 150 მილიონს მოვითხოვთ. მსაჯობა, რომელიც სან სიროზე გამართულ მატჩში იყო, მთელი ქალაქის ოცნებას რისკის ქვეშ აყენებს. ამასთან, ზიანს აყენებს მილიონობით გულშემატკივარს, რომლებსაც ეს სპორტი ძალიან უყვართ და დიდ თანხებს იხდიან, რათა თავიანთ გუნდთან ახლოს იყვნენ და მას მხარი დაუჭირონ“.

„პარტენოპეის“ ქომაგთა გაერთიანებებს ადგილობრივი ადვოკატი, ანჯელო პიზანი დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, სარჩელის შეტანა ოფიციალურად როდის მოხდება. საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში „ნაპოლის“ ქომაგები ბევრმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რატომღაც მათ გადაავიწყდათ მომენტი, როცა მსაჯს „მილანის“ სასარგებლოდ პენალტის დადება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მთავარი მწვრთნელი: „კვარა უკვე შეისწავლეს და იციან, რას გააკეთებს“
რუსი მთავარი მწვრთნელი: „კვარა უკვე შეისწავლეს და იციან, რას გააკეთებს“