ლუჩანო სპალეტი, პაოლო მალდინი
Aa
Aa

„სპალეტი ბევრს ლაპარაკობს“ - მალდინისა და სპალეტის დაპირისპირება გრძელდება

„მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის დაძაბულობა პიკს აღწევს და ნამდვილ კულმინაციას 18 აპრილს ნეაპოლში ვიხილავთ.

იტალიური ilmionapoli მალდინისა და სპალეტის დაპირისპირების შესახებ წერს, რომელიც უკვე 2 კვირაა გრძელდება.

0:4 სერია A-ში, ახლა 0:1 „სან სიროზე“, ამას ემატება ჟურნალისტების გაუთავებელი კითხვები სპალეტის მისამართით, რომელსაც ლუჩანო ხისტად პასუხობს:

„0:4? ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე და მეტად ლაპარაკი აღარ მსურს! კიმის მოქმედება? თქვენ რატომ არ საუბრობთ ლეაუზე? რაც მან ტაიმის ბოლოს გააკეთა. ამ მაგალითს ვაძლევთ ბავშვებს?

არბიტრებზე საუბარი არ მინდა. აზრი არ აქვს უკვე მომხდარზე ლაპარაკს“.

- ამბობდა სპალეტი შეხვედრის შემდეგ, რომელიც „მილანის“ მიმართ აგრესიას უკვე აღარ მალავს და მათ მიმართ ხისტი პასუხებიც აქვს, რაც თავისი პოზიციიდან ალბათ ლოგიკურიც არის.

ნეაპოლელებს მსაჯობაზე ბევრი კითხვის ნიშანი აქვთ და უკმაყოფილებასაც ღიად გამოხატავენ. ეს ყველაფერი კი „მილანის“ ბანაკში არ მოსწონთ. ერთ-ერთი პირველი ვინც სპალეტის პასუხი გასცა „როსონერის“ ტექნიკურმა დირექტორმა და კლუბის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ:

„ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. მან უკვე ისაუბრა ამაზე. სპალეტი? ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს“.

მალდინისა და სპალეტის შორის დაპირისპირება 0:4-ის შემდეგ დაიწყო, როცა ლუჩანომ რაფა ლეაოს გოლის აღნიშვნისას გაკეთებული ჟესტი დაუწუნა. იმ მომენტშიც „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს პასუხი სწორედ მალდინიმ გასცა:

„მისტერ, თქვენ ნერვიულობთ. სერია A უკვე მოიგეთ და რა ჯანდაბა გინდათ?“.

ყველაფერი ნელ-ნელა კულმინაციისკენ მიდის და დაძაბულობა დღითიდღე სულ უფრო მატულობს. „ნაპოლისა“ და „მილანის“ ტრილოგიის გვირგვინი 18 აპრილს „დიეგო მარადონაზე“ შედგება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს
როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს