ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

100%-ით - ოსიმენი მილანთან საპასუხო მატჩში ითამაშებს!

„მილანი“ „ნაპოლის“ (1:0) პირველი მატჩის შემდეგ, მთავარი კითხვა, რომელსაც პრესაც და ქომაგებიც გამუდმებით იმეორებენ, არის - ითამაშებს, თუ არა ოსიმენი საპასუხო შეხვედრაში?

იტალიური Sky Sport-ი და ასევე ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ „დიეგო მარადონაზე“ სპალეტის გუნდი „როსონერის“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად შეუტევს.

„ოსიმენი საპასუხო მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება", - ამბობს სპალეტი.

Sky წერს, რომ დღეს ოსიმენმა რაღაც დროით ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც ცალსახად პოზიტიური ამბავია. ნიგერიელი შაბათს „ვერონასთან“ მატჩისთვის სათამაშოდ მზად იქნება, თუმცა სპალეტის არ სურს, რომ გარისკოს და მას სამშაბათს „მილანისთვის“ დაასვენებს.

„როგორც ჩანს, ნიგერიელმა კუნთებზე არსებული დისკომფორტი სრულად მოიშუშა და თავს კარგად გრძნობს, ის მილანთან საპასუხო შეხვედრისთვის სათამაშოდ მზად არის. როსონერისთან მეორე შეხვედრაში მისი ყოფნა 100%-ით გარკვეულია.

ეს ყველაფერი თავად სპალეტიმაც დაადასტურა, მატჩის შემდეგ პრესასთან საუბრისას“.

- წერს იტალიური გამოცემა.

რაც შეეხება დანაკლისს, კიმს სავარაუდოდ ჟუან ჟესუსი შეცვლის, ხოლო ანგისას ნაცვლად ელმასი ან ნდომბელე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი „დიეგო მარადონაზე“ სამშაბათს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი მთავარი მწვრთნელი: „კვარა უკვე შეისწავლეს და იციან, რას გააკეთებს“
რუსი მთავარი მწვრთნელი: „კვარა უკვე შეისწავლეს და იციან, რას გააკეთებს“