სადიო მანე, ლეროი სანე
Aa
Aa

კონტრაქტი არ გაუწყვიტეს, მაგრამ დასაჯეს | ბაიერნის გადაწყვეტილება მანეს საკითხზე

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ ფეხბურთელებს, ლეროი სანესა და სადიო მანეს შორის ინციდენტი მოხდა და სენეგალელმა თანაგუნდელს სახეში ხელიც გაარტყა.

გერმანულ პრესაში იწერებოდა, რომ მანეს კონტრაქტის გაწყვეტა ემუქრებოდა, თუმცა BILD-ის ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა ამ ეტაპზე, რადიკალური ზომების მიღებაზე უარი განაცხადა. გერმანული გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელებმა კონფლიქტი მოაგვარეს, მაგრამ მანე სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა.

„რეკორდმაისტერმა“ სადიო საფეხბურთო აქტივობებს გაურკვეველი ვადით ჩამოაშორა და ჯერჯერობით უცნობია, გუნდს როდის დაუბრუნდება. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მანე მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს და ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწევს. 

Sky Sports-ის მიხედვით, სენეგალელი ფეხბურთელი დღეს, დილის სავარჯიშო სესიაზე ჩვეულებრივ მივიდა და თანაგუნდელებთან ბოდიშიც მოიხადა. „რეკორდმაისტერს“ მომდევნო შეხვედრა 15 აპრილს, „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯობა? ასე იმიტომ მოხდა, რომ უეფა და ფიფა გავაბრაზეთ“ - დე ლაურენტისი
„მსაჯობა? ასე იმიტომ მოხდა, რომ უეფა და ფიფა გავაბრაზეთ“ - დე ლაურენტისი