აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„მსაჯობა? ასე იმიტომ მოხდა, რომ უეფა და ფიფა გავაბრაზეთ“ - დე ლაურენტისი

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „მილანთან“ 0:1 მარცხზე ისაუბრა.

გუნდის მფლობელს ცნობილი იტალიელი ტიკტოკერი, Colellaernesto დაუკავშირდა და მასთან მცირე სატელეფონო კომენტარი ჩაწერა.

რა თქვა დე ლაურენტისმა:

მსაჯობა? ფეხბურთი ასეთია. ეს არის უეფა. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ უეფასა და ფიფას წინააღმდეგ ვართ. ამის გათვალისწინებით მაინც 1 გოლი გავუშვით, რადგან ძლიერი გუნდი ვართ. ახლა კი დროა დავმშვიდდეთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ.

გულშემატკივრებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი მხარდაჭერა გვჭირდება. ყველაფერი გვერდით უნდა გადადონ, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.

@colellaernesto Coloriamo lo stadio sto organizzando una colletta no profit per far si che sia una bolgia martedi#eccoperchefacciolambulante #perteeeeeeeeeeeeeeeeee #unpodimee???????????? #forzanapoli???????? ♬ suono originale - Colella Ernesto

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე თუ მოხდება, პირდაპირ სახლში წავალ!“ - რატომ იმუქრება სპალეტი
„ასე თუ მოხდება, პირდაპირ სახლში წავალ!“ - რატომ იმუქრება სპალეტი