ხვიჩა კვარაცხელია, ალესანდრო დელ პიერო, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა
Aa
Aa

„კვარაცხელიაზე აშკარა ჯარიმა იყო“ - დელ პიერომ მსაჯი გააკრიტიკა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ CBS Sports Golazo-ს ეთერში განვლილ მატჩზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა დელ პიერომ:

ვფიქრობ, ამ მატჩში „ნაპოლის“ ძალიან დააკლდა ვიქტორ ოსიმენი. გუნდმა მაინც შეძლო რაღაც შანსების შექმნა და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ოსიმენი არის თავდამსხმელი, რომელსაც პირდაპირ შეუძლია დაცვის ხაზის გარღვევა და მცველებთან ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლა. „მილანი“ თავს კარგად იცავდა, „ნაპოლიმაც“ კარგი თამაში დაუპირისპირა, მომენტებიც შექმნა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში სწორედ ოსიმენის ფიზიკა დააკლდა. ასეთ თამაშებში სწორედ ესაა საჭირო.

ვნახეთ ტონალი, რომელიც ბურთს კარგად იცავდა, ასევე ანგისა, რომელსაც ზედმეტიც კი მოუვიდა და საბოლოოდ გააძევეს. ამაზე აუცილებლად უნდა ითქვას: ანგისას პირველი ყვითელი ბარათი კვარაცხელიას ეპიზოდიდან მოვიდა. აშკარა ჯარიმა იყო, რომელიც მსაჯმა არ, ან ვერ დაინახა, ამის შემდგომი მოქმედებას კი ანგისას ყვითელი ბარათი მოჰყვა, შემდეგ კი წითელი.

გაძევების მიუხედავად, „ნაპოლი“ მაინც ძალიან კარგი იყო. როდესაც კაცნაკლულნი დარჩნენ, გუნდებს შორის დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევდით, რასაც ვერ ვიტყოდი მადრიდის „რეალისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირებაზე. „ჩელსი“ ცდილობდა, მაგრამ არ ჰქონდათ ძალა, რომ რამე შეექმნათ. „მილანს“თამაშის მოკვლა შეეძლო და ეს უნდა გაეკეთებინათ.

შეგახსენებთ, რომ „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
“მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო“ - იტალიური მედია ხვიჩაზე