ხვიჩა კვარაცხელია, დავიდე კალაბრია
Aa
Aa

კალაბრია: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს

მილანის კაპიტანმა დავიდე კალაბრიამ აღიარა, რომ ეს მას კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მატებს. ის „ნაპოლისთან“ გამარჯვებით ბედნიერია.

„ეს იყო დაძაბული მატჩი, ბევრი მომენტით. ჩვენ ამ ყველაფერს ველოდით. ქომაგები ძალიან დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, გამარჯვება დამსახურებული იყო. ჩვენ ამისთვის ვითამაშებთ ნეაპოლშიც, ჯერ ყველაფერი წინ არის.

შეხვედრის სტარტზე ცუდად ვთამაშობდით და არაფერი გამოგვდიოდა. მაგრამ გოლი არ გაგვიშვია გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც წელს ტურნირზე ყველაზე მეტი გაიტანა.

ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, მომწონს ის რასაც ვაკეთებ. კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს, მასთან დაპირისპირება სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება.

ჯერ არაფერი დასრულებულა, ვიცით როგორია ისეთ სტადიონზე თამაში, როგორიც ნეაპოლშია. როგორი ქომაგები ჰყავთ მათ. ამაღამ ჩვენი სტადიონი საოცარი იყო, ერთმანეთის საუბარიც კი არ გვესმოდა.

ჩვენ მომდევნო მატჩისთვის გონებრივად და ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ“.

- აღნიშნა „როსონერის“ კაპიტანმა.

კვარას ყველა მომენტი მილანთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: განმეორებითი მატჩის წინ დიდი იმედებით ვარ
სპალეტი: განმეორებითი მატჩის წინ დიდი იმედებით ვარ