ჩელსი, რეალი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი: “სტემფორდ ბრიჯზე შეიძლება განსაკუთრებული რაღაც მოხდეს“

მადრიდის „რეალთან“ წაგებული 0:2 მატჩის შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ლამპარდი:

„ჩემი 10 ფეხბურთელით ვამაყობ. მათ „რეალს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. სამწუხაროა, რომ მათ ამდენი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა. მეისონ მაუნტის, სტერლინგის და ფელიქსის მომენტები გამოსარჩევია.

„სტემფორდ ბრიჯზე“ შეიძლება განსაკუთრებული რაღაც მოხდეს. ჩვენ ამისი აუცილებლად უნდა გვჯეროდეს. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა არ იციან, თუ რამდენად კარგები არიან. იყო გარკვეული კარგი ეპიზოდები, რაც იმედს მიტოვებს.

არის გარკვეული დეტალები და აზროვნება. ჩვენ უფრო პოზიტიურები უნდა ვიყოთ. „ჩელსისთან“ მრავალწლიანი ისტორია მაკავშირებს და არაერთი ქამბექი შეგვისრულებია. თუ ჩვენ ასე ვითამაშებთ ყველაფერი შესაძლებელია.“

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ კარში გოლები კარიმ ბენზემამ და მარკო ასენსიომ გაიტანეს. განმეორებითი დაპირისპირება კი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
“მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო“ - იტალიური მედია ხვიჩაზე