“მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე, პირველ მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად „მილანთა“ 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა იტალიურმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს.
Tuttomercatoweb:
„თამაშის დაწყებიდან ზუსტად 1 წუთში ხვიჩამ რეალური მომენტი გაანიავა. კვარაცხელიას მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო. ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის ბევრს ცდილობს, მაგრამ მის განეიტრალებას ხშირად ახერხებენ.
TuttoNapoli:
„დღეს შეტევაში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირველივე წუთზე ვერ გამოიყენა მომენტი, რომელსაც მთელი მატჩის სცენარის შეცვლა შეეძლო. მის წინააღმდეგ „მილანი“ გაორმაგებულ დაცვას თამაშობდა, მაგრამ მაინც იპოვა წინ წასასვლელი გზები. მეორე ტაიმში უფრო პროგნოზირებადი გახდა.“
Calciomercato:
„პირველ წუთზე დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ „მილანის“ მცველები კარში კედლად აღიმართნენ. „ნაპოლის“ მომენტები მისი დამსახურება იყო.“
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ განმეორებითი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კვარას ყველა მომენტი „მილანთან“