ჩელსი, რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ 90 წუთია“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. შემდეგ კვირას, „ჩელსი“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს ეცდება. ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობ, გამოფიტული არ ვარ.

ძალიან ბედნიერი ვარ. მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან წინ კიდევ 90 წუთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიხარია, რომ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს ანგარიში კარგად უნდა გამოვიყენოთ.

შეიძლება იფიქროთ, რომ ბევრად მეტი შეგვეძლო, მაგრამ დამერწმუნეთ ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ. ვფიქრობ, „სტემფორდ ბრიჯზეც“ იგივეს გავიმეორებთ. თითოეული ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. ისინი „რეალის“ ძალას ყოველთვის აჩვენებენ.“

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ კარში გოლები კარიმ ბენზემამ და მარკო ასენსიომ გაიტანეს. განმეორებითი დაპირისპირება კი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება