ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მილანმა ნაპოლის პირველი მატჩი მოუგო - ყველაფერი მარადონაზე გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული, სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

პირველი ტაიმის საწყისი 20 წუთი „ნაპოლის“ იყო და 3 რეალური მომენტიც შექმნეს, რომელთაგან კვარაცხელიას ყველაზე მეტად საგოლე გახლდათ, თუმცა ხვიჩამ ნახევრად ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო.

კვარას ყველა მომენტში შეხვედრაში

საბოლოოდ, „მილანმა“ მე-40 წუთზე ბრაჰიმ დიასის შესანიშნავი თამაშით კონტრშეტევა წამოიწყო და ყველაფერი ბენასერის გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ ბურთზე კონტროლი დააწესა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 74-ე წუთზე ანგისამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სპალეტის გუნდი 10 კაცით დარჩა.

მალევე ყვითელი მიიღო კიმმა და მომდევნო შეხვედრას კორეელიც გამოტოვებს, რაც „ნაპოლისთვის“ დიდი დანაკლისია.

ჯამში სპალეტის გუნდმა კაცნაკლულზეც 2 რეალური საგოლე მომენტის შექმნა შეძლო, თუმცა ერთ ეპიზოდში მენიომ საოცარი რეაქცია გამოავლინა, როცა დი ლორენცოს აუღო, შემდეგ კი ოლივერას თავური კარს სანტიმეტრებით ასცდა.

ამრიგად, „დიეგო მარადონაზე“ დიდი მატჩი გველის, რომელიც შესაძლოა 90 წუთზე დიდხანსაც გაგრძელდეს. ყველაფერი ზუსტად 1 კვირაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემას და ასენსიოს რეკორდი - რეალმა ჩელსის შანსი არ დაუტოვა
ბენზემას და ასენსიოს რეკორდი - რეალმა ჩელსის შანსი არ დაუტოვა