“ხვიჩას გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეუძლია“ - კალაძე კვარაცხელიაზე
„მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩის წინ, „როსონერის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე Prime Video-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.
კალაძე:
„ხვიჩას თვალს მისი პატარაობიდანვე ვადევნებ. ის მართლა ძალიან ძლიერია. მას აქვს შანსი გახდეს დიდი ჩემპიონი. არავინ ელოდა, რომ ასე ძლიერად დაიწყებდა. კვარაცხელიას გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეუძლია. ვფიქრობ ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
როდესაც „სან სიროზე“ გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით, სულ სხვანაირად ვემზადებოდით. „მილანს“ აქვს მნიშვნელოვანი ისტორია და ბევრი ტიტული. ჩემთვის „მილანი“ მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის. მათ უამრავი რამ მომცეს ცხოვრებაში. იტალია და იტალიელები მიყვარს. იქაურობა ჩემთვის მეორე სახლივითაა.“
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე „მილანში“ 2001 წლიდან 2010 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა ყოფილმა ფეხბურთელმა „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 284-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.