ოლივერ კანი
Aa
Aa

კანი: განმეორებით შეხვედრაში ყველაფერი უნდა გავიღოთ, არ დავნებდებით

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა გუნდს მოუწოდა, რომ „სიტისთან“ 0:3-ის შემოსაბრუნებლად ყველაფერი გაიღონ.

„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. ვფიქრობ, ჩვენ სხვაგვარად წარმოგვედგინა ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩი. ეს აშკარად მსოფლიო დონის გუნდია, შესაძლოა ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესოც.

ფეხბურთში მთავარი შედეგია, შედეგი კი ყველაზე მთავარია. მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა საკითხებიც. მომენტები გვქონდა. მატჩი კარგად დავიწყეთ, სახიფათო სიტუაციები შევქმენით, რის შედეგადაც შესაძლოა პირველი გოლი გაგვეტანა. საბოლოოდ შორეული დარტყმის შედეგად გავუშვით.

მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა.

ამ დონეზე და ასეთ გუნდთან მატჩში მეტოქეს ვერაფერს დაუთმობ. წამის მეასედითაც არ უნდა დააგვიანო პასის გაკეთება. ნებისმიერი შეცდომა ისჯება. და ზუსტად ასე მოხდა.

0:2-ზე დიდი პრობლემები შეგვექმნა, შემდეგ ანგარიში 0:3 გახდა. 0:2-ზე თუ 0:3-ზე ჩემს გვერდით მჯდომ ჰასან სალიჰამიჯიჩს ვუთხარი: „გოლი უნდა გავიტანოთ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“.

აზრი არ აქვს ჩივილს, ასევე ყველაფრის უარყოფითად შეფასებას. ბუნდესლიგაში გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს, თუმცა დაძაბული ბრძოლაა. ახლა არ შეიძლება ეგოისტები ვიყოთ. შაბათს ჩემპიონატში ვითამაშებთ, შემდეგ კი სიტისთან განმეორებითი მატჩია.

დიახ, ეს ყველაფერი კარგად არ გამოიყურება. მაგრამ ფეხბურთში წარმოუდგენელი რაღაცების წინაშე დავდექი, ბევრი რამ გავიარე. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მეორე თამაშში ყველაფერი გავიღოთ, ყველა ვარიანტი გამოვცადოთ და გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ გული არ გვწყდება, არ დავნებდებით, რომ მეორე თამაშში მაქსიმუმს გავაკეთებთ“,

- თქვა კანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი: როგორ ააშენა ნაპოლიმ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი
კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი: როგორ ააშენა ნაპოლიმ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი