„ცრუ ცხრიანად ელმასი მოგვევლინება და არა კვარა“ - იტალიური მედია
ბოლო დღეებში ბევრი საუბარი იყო, რომ ტრავმირებული ოსიმენისა და სიმეონეს ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალი დროებითი ცენტრფორვარდი იქნებოდა და „ცრუ ცხრიანის“ როლს მოირგებდა, თუმცა იტალიურ Sky-ის სხვა ვერსია აქვს.
Sky Sport-ი წერს, რომ სპალეტი „ცრუ ცხრიანად“ ელიფ ელმაზს გამოიყენებს. ხვიჩა და ლოზანო კი მას ფლანგებიდან დაეხმარებიან.
„ჯაკომო რასპადორი შესაბამის კონდიციებში არ იმყოფება და სპალეტი მას მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოიყენებს. ეს ყველაფერი „ცრუ ცხრიანის“ გამოყენების ალბათობას ზრდის.
ლოზანოსა და კვარაცხელიას შორის „ცრუ ცხრიანად“ მაკედონიელი ითამაშებს, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის შემტევი ჯოკერია, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგია“.
- წერს იტალიური გამოცემა.
ხვიჩას და ლოზანოს ორივეს გოლის კარგი ალღო აქვს. სპალეტი სავარაუდოდ „ცრუ ცხრიანიდან“ გამომდინარე მარჯვენა ფრთიდანაც უფრო შემტევ და უფრო ფორვარდის თვისებების მქონე მექსიკელს აირჩევს, ვიდრე პოლიტანოს, რომელიც ფორვარდის უნარებს ნაკლებად ფლობს.
ვნახოთ რამდენად გამართლდება იტალიური გამოცემის ვარაუდი. მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება...
P.S. (განახლება) ლუჩანო სპალეტიმ თითქმის მსგავსი შემადგენლობა აირჩია, ოლივერას ნაცვლად ძირითადში რუი დააყენა. სხვა ყველაფერი უცვლელია.