სადიო მანე, ლეროი სანე
Aa
Aa

სკანდალი ბაიერნში - მანემ სანეს სახეში დაარტყა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, ეს წაგება არცერთ გერმანელს არ გახარებია, მაგრამ ყველაზე უარესი ეს არ იყო.

სულ ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი ხდება, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მიუნხენელთა გასახდელში ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

წყაროს ცნობით, სადიო მანეს არ მოეწონა ის, თუ როგორ ესაუბრებოდა მას მოედანზე ლეროი სანე. BILD წერს, რომ ამის განხილვა გასახდელში მიმდინარეობდა და ყველასთვის მოულოდნელად მანემ სანეს სახეში დაარტყა.

რა თქმა უნდა, იმ წამსვე კონფლიქტი სხვა ფეხბურთელებმა დროულად აღმოფხვრეს და გააშველეს, თუმცა ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფა მაინც გაგრძელდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ლეროის მანეს მიერ მიყენებული ზიანი სახეზე ეტყობა.

ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით, „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ან რომელიმე წარმომადგენელს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გუნდები საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ“ - კასანომ მოურინიოს უპასუხა
„მისი გუნდები საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ“ - კასანომ მოურინიოს უპასუხა