გიორგი მამარდაშვილი, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესი | რას წერს ფაბრიციო რომანო მამარდაზე?

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ Caughtoffside-ზე გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ რუბრიკაში, „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. რომანომ დაადასტურა, რომ „მამარდა“ პრემიერ ლიგის კლუბების რადარზე იმყოფება და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

„ლესტერი გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე დღის წინ, მის აგენტებს შეხვდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტრანსფერის ბედი იმაზეა დამოკიდებული, მელიები პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებენ თუ არა.

მითხრეს, რომ ტოტენჰემი და ჩელსი გარიგების პირობების თაობაზე ინფორმირებული არიან, მაგრამ მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპის დასაწყებად დრო ჯერ არ აქვთ, რადგან არ იციან, მათი ახალი მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება, ეს ფაქტორი კი მეკარის არჩევისას გადამწყვეტია“, - წერს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მზადაა, გიორგის შეელიოს და მის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს მოთხოვნას აპირებს. ზემოთ ხსენებული კლუბების გარდა, ქართველი გოლკიპერი „ლიდსის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატლეტიკოს“ ინტერესის ობიექტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი: როგორ ააშენა ნაპოლიმ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი
კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი: როგორ ააშენა ნაპოლიმ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი