ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო სოსა
Aa
Aa

სოსა: „ცრუ ცხრიანი? ალბათ, კვარამ უნდა ითამაშოს“

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო სოსამ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუს დროს „მილანისა“ და „ნაპოლის“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

რა თქვა სოსამ:

სამწუხაროდ, მოგვიწევს დავივიწყოთ ოსიმენისა და სიმეონეს არყოფნით გამოწვეული დანაკლისი. დღევანდელ შეხვედრაში ყველაფერი გუნდის ინდივიდუალისტებზე და მოტივაციაზე. რა თქმა უნდა, ოსიმენი დღეისთვის მსოფლიოს 5 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, თუმცა ის დღეს გუნდს ვერ დაეხმარება.

კვარა თუ ელმასი ცრუ ცხრიანზე? ორივე შემთხვევაში, ისეთი გადაწყვეტილებაა, რომლის გამოცდილება გუნდს აქამდე არ ჰქონია. ალბათ, უფრო კვარაცხელია, რადგან გასულ ტურში „ლეჩესთან“ ცენტრში შეწეულმაც ითამაშა. ეს სპალეტისთვისაც უცხო სიტუაცია იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ თამაშში ინდივიდუალისტების მოტივაცია გუნდზე ინტერესებზე მაღლა არ უნდა დადგეს.

ფავორიტობაზე საუბარი რთულია. არ დაგვავიწყდეს, „მილანი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ნაპოლის“ ყველა კომპონენტში აჯობა და 0:4 მოუგო. ბადის ამ მხარეს, სადაც „ნაპოლია“, ფინალში გასვლა ყველა გუნდს შეუძლია, მეორე მხარეს კი გაცილებით რთული იქნებოდა. შანსები ყველასთვის თანაბარია, თუმცა სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფინალში რომელიმე იტალიური გუნდი აუცილებლად იქნება.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენზე დამოკიდებულნი არ ვართ“ - სპალეტისა და დი ლორენცოს კომენტარები
„ოსიმენზე დამოკიდებულნი არ ვართ“ - სპალეტისა და დი ლორენცოს კომენტარები