კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

„ამდენი შავკანიანი და მუსლიმი არ გვჭირდება“ - სკანდალი გალტიეს გარშემო

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს გარშემო სერიოზული სკანდალი აგორდა. ფრანგ სპეციალისტს „ნიცაში“ გატარებული პერიოდი გაუხსენეს და რასიზმში დაადანაშაულეს.

2022 წლის სექტემბერში, „ნიცას“ სპორტულმა დირექტორმა, ჟიულიენ ფურნიემ განაცხადა, რომ ვერ დაასახელებდა ძალიან „სერიოზულ“ მიზეზებს, რომელთა გამოც, გალტიესთან თანამშრომლობა შეწყვიტა. რამდენიმე საათის წინ, RMC Sport-მა ელექტრონული წერილი გაავრცელა, რომელიც შარშან, ფურნიემ კლუბის მფლობელ კომპანიას, INEOS-ს გაუგზავნა და მასში გალტიეს ბრალდებები წაუყენა.

„კრისტოფ გალტიე ჩემს ოფისში მოვიდა და თავის შვილს მიესალმა, რომელმაც მითხრა: „შეგიძლია, მამაჩემთან დააზუსტო სიტყვები, რომლებიც ჩემგან მოისმინე“. როგორც კი მისი შვილი/აგენტი წავიდა, კრისტოფს ვუთხარი, მასთან რა შინაარსის დიალოგი მქონდა. ამის შემდეგ, გალტიემ მითხრა, რომ მისი შვილის სიტყვები გამეთვალისწინებინა და გუნდში ნამდვილად ბევრი შავკანიანი და მუსლიმი ფეხბურთელი გვყავდა.

გალტიემ მითხრა: „გუშინ საღამოს რესტორანში ვიყავი, ყველა ჩემთან მოვიდა და მეუბნებოდნენ, რომ ბევრი შავკანიანი გვყავს. ჟიულენ, უნდა გაიგო, როგორ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენ ჟაკ მედესინის (ნიცას ყოფილი მერი) ქალაქს წარმოვადგენთ და ჩვენი გუნდი არ შეესაბამება იმას, რასაც ხალხი ითხოვს“. მე და კრისტოფს სპორტზე არ გვიკამათია და დიალოგი მხოლოდ რელიგიასა და კანის ფერს შეეხებოდა“, - ნათქვამია „ნიცას“ წარმომადგენლის მიერ კლუბის ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული პრესის ცნობით, გალტიეს გაშვების ალბათობა ძალიან მაღალი იყო და მის გარშემო აგორებული სკანდალი მოვლენებს დააჩქარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ  UFC იცავს“
დვალიშვილი: „ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ UFC იცავს“