ალექს პერეირა: „ვდომინირებდი, ადესანია პანიკაში იყო“
საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ ისრაელ ადესანიასთან გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც მეორე რაუნდში დაანოკაუტეს. ბრაზილიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ჩხუბი მისი კარნახით მიმდინარეობდა და დომინირებდა.
„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად გამომივიდა. ვდომინირებდი და ადესანიას ზიანს ვაყენებდი. ვაკეთებდი იმას, რაზეც ვარჯიშებისას ვმუშაობდი და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. ისრაელმა თქვა, რომ ღობესთან აღმოჩენა და მომენტის დალოდება მისი სტრატეგიის ნაწილი იყო, მაგრამ ამის არ მჯერა. ადესანია პანიკაში ჩავარდა, იგრძნო, რომ კუთხეში მიიმწყვდიეს და უბრალოდ დარტყმების განხორციელება დაიწყო, მე კი ნოკაუტში აღმოვჩნდი.
ადესანიას აღნიშვნას რაც შეეხება, რომელიც ჩემი შვილისკენ იყო მიმართული, პირადად მე, იმავეს არ გავაკეთებდი. ადესანია პატარა ბავშვია და ჩემი დამარცხება მისი ოცნება იყო. მან ოცნება აისრულა, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს ვადარებთ ჩემს შვილს, რომელიც მაშინ 5 წლის იყო. UFC 281-ზე, როცა ადესანია დავაფინიშე, ჩემს შვილს უნდოდა იგივე გაეკეთებინა, მაგრამ ვუთხარი, ოქტაგონზე არ გასულიყო და არაფერი გაეკეთებინა. ის 12 წლისაა და თვლის, რომ ეს ძალიან სასაცილოა“.
Falei antes para não deixar subir no ringue ????(meu filho Alessandro após eu nocautear o Adesanya). I told them before not to let him in the ring ????(my son Alessandro after I knocked Adesanya out). pic.twitter.com/xsa8jaySWR
— Alex "Poatan" Pereira (@AlexPereiraUFC) September 2, 2022
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ადესანია და პერეირა ერთმანეთს კიკბოქსინგის ორგანიზაციის ეგიდით, ბრაზილიაში დაუპირისპირდნენ. პერეირამ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და ბრძოლის შემდეგ, მისმა შვილმა ადესანიას წაქცევის იმიტაცია გააკეთა, რაც „უკანასკნელ სტაილბენდერს“ არ დავიწყებია.