მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

დვალიშვილი: „ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ UFC იცავს“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შონ ომალიზე ისაუბრა, რომელთანაც ჩხუბის სურვილი რამდენიმე წელია აქვს და აქტიურად იწვევს. „მანქანამ“ განაცხადა, რომ UFC-ი ომალის იცავს და ორგანიზაციამ შეატყობინა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა აუცილებლად სატიტულო იქნება.

„შონ ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ UFC-იმ გვითხრა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. როცა ალჯამეინ სტერლინგი ჰენრი სეხუდოს დაამარცხებს, მისი და ომალის დაპირისპირება ჩაინიშნება. UFC ომალის იცავს და სატიტულო ბრძოლას უმზადებს. შონი ძალიან კარგი მებრძოლია და მას უდიდეს პატივს ვცემ.

პიოტრ იანს რაც შეეხება, არ მგონია, რომ მისთვის ყველაფერი დასრულებულია. იანი უმარ ნურმაგომედოვს ან ვინმე სხვას უნდა ეჩხუბოს. პიოტრი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ჩემს სტილთან გამკლავება მისთვის ურთულესია. როდის დავბრუნდები ოქტაგონზე? ალჯოს ჩხუბის შემდეგ, რომელიც 6 მაისს გაიმართება, დასაბრუნებლად მზად ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100-მილიონიანი შეთავაზება - ბაიერნმა ნაპოლის ოსიმენზე მიმართა
100-მილიონიანი შეთავაზება - ბაიერნმა ნაპოლის ოსიმენზე მიმართა