ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, დენის შროდერი, მაიკ კონლი
Aa
Aa

ლებრონი პლეიოფშია და მემფისს შეხვდება | ლეიკერსმა მინესოტას ოვერტაიმში მოუგო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ პლეიოფში ითამაშებს. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა პლეი ინის ტურნირის შეხვედრაში „მინესოტა ტიმბერვულვზს“ აჯობა, მე-7 ადგილი დაისაკუთრა და პირველ რაუნდში „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდება.

„ლეიკერსს“ „მინესოტას“ წინააღმდეგობის დაძლევა ძალიან გაუჭირდა. „ტიმბერვულვზი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო, თუმცა მეოთხე მეოთხედი ჩააგდო და საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე, ანგარიში თანაბარი გახლდათ - 95:95. ბურთი „ლეიკერსს“ ჰქონდა და დენის შროდერმა საკუთარი გუნდი სამქულიანით დააწინაურა, „მინესოტას“ კი შესატევად 1.4 წამი დაუტოვა. „ტიმბერვულვზმა“ ტაიმაუტი აიღო და სამიანზე მაიკ კონლი დატოვა, რომელზეც ენტონი დევისი დაჯარიმდა. კონლიმ სამივე საჯარიმო ჩააგდო და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებითი ხუთწუთეული „ლეიკერსის“ სრული უპირატესობით წარიმართა. რუი ჰაჩიმურას, ენტონი დევისისა და დენის შროდერის კარგი თამაშის წყალობით, ლოს ანჯელესელებმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ხელიდან არ გაუშვეს და 6 ქულით მოიგეს - 108:102.

„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო - 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება. ენტონი დევისმა 24 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა, დენის შროდერი კი 21 ქულას დასჯერდა. „მინესოტას“ კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა - 24 ქულა, 11 მოხსნა. მაიკ კონლის ანგარიშზე 23 ქულა იყო, კაილ ანდერსონმა 12 ქულა და 13 ასისტი გააკეთა, ხოლო ენტონი ედვარდსს საშინელი მატჩი ჰქონდა, 17-დან მხოლოდ 3 ბურთი ჩააგდო და 9-დან 9 სამიანი გააფუჭა.

ცნობისთვის, „მინესოტა“ „ნიუ ორლეან პელიკანსისა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წყვილის გამარჯვებულს დაელოდება და მოგების შემთხვევაში, პლეიოფის პირველ რაუნდში, „დენვერ ნაგეთსს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკურად თამაშობს“ - დელ პიერომ კვარა შეაქო და ნაპოლი გააფრთხილა
„ფანტასტიკურად თამაშობს“ - დელ პიერომ კვარა შეაქო და ნაპოლი გააფრთხილა