ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“მატჩის შედეგს არ ვეთანხმები“ - ტუხელი სიტისთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„დაფიქსირებულ შედეგს არ ვეთანხმები. ჩვენ დავისაჯეთ ისეთ მომენტში, როდესაც უკეთესები ვიყავით. დღეს უბრალოდ სასტიკად დავისაჯეთ. ჩვენი თამაში 0:2-მდე ძალიან კარგი იყო. შედეგზე საუბარი არ მინდა. 70-ე წუთამდე ყველაფერი კარგად იყო.

ვფიქრობ, 1 გოლი დავიმსახურეთ. ორი საკმაოდ უაზრო გოლი გავუშვით. ჩემს ფეხბურთელებს ცოტა თავდაჯერება და სათამაშო ფორმა აკლდათ. რა თქმა უნდა, შედეგი მწარეა. დღეს ჩემი გუნდი ცოტათი შემიყვარდა. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მათი მცდელობები მომეწონა.“

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური განმეორებითი დაპირისპირება 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები