პეპი: “მიუნხენში რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.
გუარდიოლა:
„ტოპ გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული მატჩი ჩაატარეს. 55-60 წუთის განმავლობაში დაძაბული თამაში იყო. როდრიმ საოცარი გოლი გაიტანა და მადლობა მას ამისთვის. საწყის 10-15 წუთში გნაბრის და მუსიალას ვერ ვაკონტროლებდით და ხიფათს ქმნიდნენ.
ამის შემდეგ, ბევრი რამე გამოვასწორეთ, რაც საბოლოო ანგარიშზე აისახა. ეს დიდებული შედეგია, მაგრამ მე კარგად ვიცი რას ნიშნავს მიუნხენში წასვლა და იქ თამაში. ჩვენ რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ.
ბოლო პერიოდში, რუბენ დიაში საოცარ ფორმაშია. ასევე მინდა გამოვყო აკეს, აკანჯის და სტოუნსის თამაში. ისინი ბრწყინვალედ გამოვიდნენ. მიუნხენის „ბაიერნს“ წინ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და მათი შეჩერება ყოველთვის რთულია.“
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური განმეორებითი დაპირისპირება 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
 
მატჩის ვიდეო მიმოხილვა