ბენფიკას საშინაო მარცხი - ინტერმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლისაბონის „ბენფიკა“ შინ მილანის „ინტერთან“ 0:2 დამარცხდა.
51-ე წუთზე ალესანდრო ბასტონის ჩაწოდებას ნიკოლა ბარელას გოლი მოჰყვა, იტალიელმა ფორვარდმა ოდისეას ვლახოდიმოსს თავით შეუგდო. 82-ე წუთზე ჟოაუ მარიოს ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, პენალტი რომელუ ლუკაკუმ ზუსტად შეასრულა და „ინტერი“ საშინაო შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით შეხვდება - 0:2.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ინტერის“ 23 წლის მცველი ალესანდრო ბასტონი დასახელდა.
საპასუხო მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ 19 აპრილს გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული „მილანისა“ და „ნაპოლის“ შორის მოგებულს შეხვდება.