ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

უპამეკანოს ღამის კოშმარი - სიტიმ ბაიერნს შანსი არ დაუტოვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

გულშემატკივრები ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს. პირველი ტაიმი მეტ ნაკლებად თანაბარი იყო და ორივე გუნდი აქტიურობდა. 27-ე წუთზე როდრიმ შორიდან გაისროლა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის გარკვეული პერიოდი სცენარი არ შეცვლილა, თუმცა დაიო უპამეკანოს კატასტროფულმა თამაშმა ყველაფერი გადაწყვიტა. ფრანგმა მცველმა 70-ე წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა, რითიც „სიტის“ ფეხბურთელებმა ისარგებლეს და მეორე გოლი გაიტანეს. ამჯერად თავი ბერნარდუ სილვამ გამოიჩინა.

ამ გოლის შემდეგ, თითქოს „ბაიერნი“ გატყდა. „ქალაქელები“ კი არ გაჩერდნენ. მორიგი შეტევა და გოლი. 76-ე წუთზე ზომერის კარი ერლინგ ჰოლანდმა აიღო. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა კარიერაში პირველად მოიგო „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ. საბოლოო ანგარიში, როგორც უკვე მოგახსენეთ 3:0.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური განმეორებითი დაპირისპირება 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: “ჩემი ოცნება აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაა“
ოსიმენი: “ჩემი ოცნება აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაა“