ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„ოსიმენზე დამოკიდებულნი არ ვართ“ - სპალეტისა და დი ლორენცოს კომენტარები

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გამოცხადდნენ.

სპალეტიმ საუბარი ოსიმენის არყოფნაზე საუბრით დაიწყო: „გუნდის სიძლიერეს მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება და მათი გაერთიანება წარმოადგენს და არა ერთი ფეხბურთელის სიძლიერე. ვიცით, როგორ ვითამაშოთ ოსიმენის გარეშე. ჩვენ აქამდე იმიტომაც მოვედით, რომ უკვე მოვიგეთ მატჩები, როცა ოსიმენი არ გვყავდა. ველოდები, რომ მოთამაშეებს, რომლებიც „მილანთან“ ითამაშებენ, საკუთარი თავის რწმენა ექნებათ.

თუ სერია ა-ში „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის იყო საინტერესო, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა მთელი მსოფლიოს ინტერესს წარმოადგენს, ასეთ მატჩებს მთელი მსოფლიო უყურებს.

ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? იმედი მაქვს, წინ სხვა მნიშვნელოვანი მატჩებიც იქნება. ჩემი კარიერის საკმაოდ მაღალ ეტაპზე ვარ. იგივეს ვიტყვი ფეხბურთელებზე.

მუდმივად ვმუშაობთ მენტალიტეტის გაძლიერებაზე, რომ უარესისა და უკეთესის გარჩევა არ ხდებოდეს. ისეთი მენტალიტეტი უნდა გვქონდეს, რომ ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვიღებდეთ და ეს არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, თუ ვინ არის მეტოქე.

ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კონკურენცია შეგვიძლია, ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში. ამასობაში, სიამოვნებას ვიღებთ ამ საათებით, მატჩისთვის მზადებით, საუზმითა თუ ვარჯიშით,  ეს სასიამოვნო პროცესია“.

სპალეტის თქმით, თუ თამაშისთვის მზად იქნება, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვიქტორ ოსიმენს ჯაკომო რასპადორი შეცვლის.

დი ლორენცო: „ბევრი საუბრობს იმ მატჩზე, რომელიც „დიეგო მარადონაზე“ 0:4 დავთმეთ. მწვრთნელთან ერთად ეს მატჩი გავაანალიზეთ, მაგრამ ხვალ გამოჩნდება, რა უნდა გავაკეთოთ მინდორზე“.

დი ლორენცოს რაფაელ ლეაუსთან დაპირისპირებაზეც ჰკითხეს: „ვეცდებით მაქსიმალურად შევზღუდოთ, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ „მილანში“ მხოლოდ ლეაუ არაა, ჩვენი ასევე უნდა შევზღუდოთ თეო ერნანდესი და „მილანის“ ყველა სხვა ფეხბურთელი, ყველა მათგანის მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ“.

დი ლორენცო ოსიმენის არყოფნაზე: „ვიცით, რამდენად ძლიერია ოსიმენი, მაგრამ ჩვენ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებულნი არ ვართ. როგორც კაპიტანს, ჩემი ყველა თანაგუნდელის მჯერა. მშვიდად ვართ“.

„ნაპოლის“ კაპიტანს ჯოვანი რასპადორიზე ჰკითხეს, რომელმაც ოსიმენი უნდა შეცვალოს: „ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე აქვს გამოცდილება, ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მას ბრწყინვალე თვისებები აქვს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის 12 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ნეაპოლში, 18 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანი VS ნაპოლი - მატჩის წინ
მილანი VS ნაპოლი - მატჩის წინ